მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

“იუვეს” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „იუვენტუსი“ დამარცხდა, რის შედეგადაც ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოგებების სერია, ზოგადად კი 7-მატჩიანი წაუგებელი შეწყვიტა.

ტურინული გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და მარცხი განიცადა. 53-ე წუთზე ჯანლუკა მანჩინიმ შორი მანძილიდან ძლიერად და ძალიან ზუსტად დაარტყა.

„იუვეს“ მომენტები ჰქონდა: პირველ ტაიმში ადრიენ რაბიოს დარტყმა მოხვდა ძელს, მეორე ტაიმში ტურინელებმა ძელი კიდევ ორჯერ შეაზანზარეს, ხოლო რუი პატრისიომ ორჯერ რთული დარტყმა მოიგერია – ანხელ დი მარიას და დანილოს.

„იუვენტუსი“ რომში 0:1 დამარცხდა და 35 ქულა დარჩა. მომდევნო მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი 9 მარტს, ევროპა ლიგაზე „ფრაიბურგთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მანჩინი (53)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …