მთავარი / სიახლეები / დიეგო “იუვენტუსზე”, დელ პიეროსა და ტურინში გატარებულ სეზონზე…

დიეგო “იუვენტუსზე”, დელ პიეროსა და ტურინში გატარებულ სეზონზე…

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიეგომ „იუვენტუსისა“ და ტურინულ კლუბში გატარებულ სეზონზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა ალესანდრო დელ პიერო და თქვა, რომ ის ფანტასტიკური ადამიანია.

„როდესაც „იუვენტუსისგან“ შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მიწვევდა. „ბაიერნი“, „რეალი“ და „ატლეტიკოც“ ითხოვდნენ ჩემზე ინფორმაციას, მაგრამ „იუვე“ ავირჩიე, რადგან ეს კლუბი ყოველთვის მიყვარდა. დიდი ინდივიდების გუნდი ვიყავით, მაგრამ მუხტი, რომ შეკრული გუნდი გავმხდარიყავით, არასდროს ყოფილა. ეს ის წლები იყო, როცა „იუვე“ ხშირად იცვლიდა მწვრთნელებს, ეს ადვილი არ იყო. თუ გუნდურად არ თამაშობ, ვერც ტიტულისთვის იბრძოლებ. თუმცა, ჩემს არჩევანს არ ვნანობ, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო.

ახალგაზრდა ვიყავი, ჩირო ფერარა ისეთ რაღაცებს მავალებდა, რასაც მიჩვეული არ ვიყავი. არ ვნანობ იმ სეზონს, რადგან ბევრი რამ ვისწავლე, გავიზარდე და გავხდი ის, ვინც დღეს ვარ. თუმცა, შეიძლება, რომ კიდევ ერთი სეზონი რომ ვყოფილიყავი გუნდში, უფრო უკეთ მეთამაშა.

დელ პიერო? ალექსი განსაკუთრებული ადამიანია და ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო. როდესაც „იუვეში“ ვიყავი, ამბობდნენ, რომ ერთად თამაში არ შეგვეძლო, რადგან მსგავსი თვისებები გვქონდა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. თუმცა, როდესაც მოედანზე ერთად ვიყავით, ყოველთვის ორივე შესანიშნავად ვთამაშობდით.

წიგნს ვწერ ჩემს კარიერაზე, დელ პიეროს დავურეკე, რომ იმ სეზონზე მოეყოლა, რომელიც ერთად გავატარეთ. ის ძალიან თავაზიანი იყო. „იუვეში“ თამაში ყოველთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მესი კლუბში დაბრუნდება“, – თქვა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო „იუვენტუსში“ 2009-2010 წლებში თამაშობდა და 44 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …