ტურინის „იუვენტუსმა“ „ბენფიკასთან“ მარცხის შემდეგ „მონცასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო და დღეს ბაზაზე ივარჯიშა.
გუნდს დაუბრუნდა ვოიცეხ შჩესნი, რომელიც გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უახლოესი მატჩისთვის დაბრუნება ადრიენ რაბიოც, რომელმაც ბოლო მატჩები გამოტოვა. მანუელ ლოკატელის დაბრუნება კი ნაკლებადაა მოსალოდნელი.
კითხვის ნიშნის ქვეშაა ანხელ დი მარიას თამაში, რომელიც „ბენფიკასთან“ დაბრუნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად მაინც არაა. არადა, დი მარია არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს… ეს გასაკვირი არაა, ცნობილია, რომ დი მარიამ „იუვე“ მხოლოდ იმიტომ აირჩია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო და მანამდე ევროპაში დარჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „მონცას“ 18 სექტემბერს, 17:00 საათზე დაუპირისპირდება. „მონცას“ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, თუმცა, ტურინელებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდებათ.