მთავარი / სიახლეები / კასანო: “იუვე” არათუ საშინლად თამაშობს, არამედ უკვე გამარჯვებაც აღარ შეუძლია”

კასანო: “იუვე” არათუ საშინლად თამაშობს, არამედ უკვე გამარჯვებაც აღარ შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ანტონიო კასანომ გააკეთა და აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ უნდა გაიღვიძოს, რადგან გუნდს უკვე გამარჯვებაც აღარ შეუძლია.

„არ მინდა იგივე გავიმეორო, მაგრამ ახლა „იუვე“ არა მხოლოდ საშინელ ფეხბურთს თამაშობს, არამედ გამარჯვებაც აღარ შეუძლია. მე-15 წუთიდან მე-80 წუთამდე „ბენფიკას“ ბურთი „იუვესთვის“ არ მიუცია, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასებში უდიდესი სხვაობაა. ალეგრიმ უნდა გაიღვიძოს, ბოლო წელიწადნახევარში ერთი-ერთი უარესი თამაში იყო. „ბენფიკა“ გვარდიოლას „ბარსელონას“ ჰგავდა“, – თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …