ტურინის „იუვენტუსს“ არკადიუშ მილიკი უბრუნდება. დღეს პოლონელმა ფეხბურთელმა ნაწილობრივ ივარჯიშა და 1-ელ აპრილს, „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.
ეს უდავოდ კარგი ამბავია მასიმილიანო ალეგრისთვის, რადგან მილიკს შეტევაში დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. პოლონელმა ტრავმა 29 იანვარს, „მონცასთან“ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იყო.
გარდა ამისა, „იუვე“ მილიკის გამოსყიდვაზე მუშაობს. ტურინში ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილი არიან, ხოლო თავის მხრივ, პოლონელს „იუვეში“ დარჩენა სურს. „იუვე“ მზადაა „მარსელს“ 7 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფორვარდი გამოისყიდოს. ამასთან, 2 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაამატოს.
მიმდინარე სეზონში არეკ მილიკმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.