ტურინის “იუვენტუსს” ალექს სანდრო და დენის ზაკარია დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელმა ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. მართალია არა მთელი დატვირთვით, მაგრამ მაინც.
ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი სიახლეა, “ინტერთან” მატჩისთვის ბრაზილიელი მცველი და შვეიცარიელი ნახევარმცველი მზად უნდა იყვნენ, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ, რადგან გარკვეული პერიოდი გაუცდათ.
გარდა ამისა, მთელი ვარჯიში ჩაატარა დუშან ვლაჰოვიჩს, რომელსაც მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ სერბი ფორვარდი გამოჯანმრთელდა და “იტალიური დერბისთვის” ემზადება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ინტერის” მატჩი 3 აპრილს გაიმართება.