მთავარი / სიახლეები / ფაჯიოლი: “იტალიაში ახალგაზრდებს პირველივე შეცდომაზე აკრიტიკებენ”

ფაჯიოლი: “იტალიაში ახალგაზრდებს პირველივე შეცდომაზე აკრიტიკებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფმა ნიკოლო ფაჯიოლიმ იტალიური კლუბები გააკრიტიკა. 21 წლის ნახევარმცველის განცხადებით, იტალიაში ახალგაზრდებს არ ენდობიან და პირველივე შეცდომაზე მათი კრიტიკა იწყება.

„ვამჩნევ, რომ ესპანეთსა და ინგლისში ალბათ იმდენად არა, რამდენადაც გერმანიასა და საფრანგეთში, მაგრამ მაინც უფრო მეტი ახალგაზრდა თამაშობს, ვიდრე იტალიაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსს მისცემენ და ერთ-ორი თამაშით, შეცდომების გამო აკრიტიკებენ, რომ ის არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. მერე კი აგზავნიან დაბალი დონის ლიგებში გამოცდილების მისაღებად, რაც სიტუაციას ართულებს. ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვხედავთ, რა ხდება. იტალიური კლუბები არ ენდობიან ახალგაზრდა იტალიელებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ, ყველაფერი შეიცვლება“, – თქვა ფაჯიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯიოლი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და სერია B-ს ბინადარ „კრემონეზეში“ ჰყავს განათხოვრებული, რომლის მაისურით 27 მატჩში 3 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …