მთავარი / სიახლეები / “იუვეს” იტალიური ხაზი: ვიკარიო და სხვა იტალიელები, რომლებსაც ტურინში აკვირდებიან

“იუვეს” იტალიური ხაზი: ვიკარიო და სხვა იტალიელები, რომლებსაც ტურინში აკვირდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის აქცენტს იტალიელ ფეხბურთელებზე აკეთებდა და მისი ძალაც ადგილობრივ მოთამაშეებში არსებობდა. ახლაც, ტურინელთა მიზანია, რომ აქცენტი იტალიელ ფეხბურთელებზე გააკეთონ.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, „იუვე“ „ემპოლის“ მეკარის გულიელმო ვიკარიოს შეძენას აპირებს. „ბიანკონერის“ სურს, 26 წლის კიპერი იანვარში იყიდოს და სეზონის ბოლომდე იჯარით „ემპოლიში“ დატოვოს. „ემპოლი“ ვიკარიოს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ მხარეებს კარგი ურთიერთობა აქვთ და შესაძლოა, შეთანხმებას მიაღწიონ.

გარდა ამისა, ტურინელები ფიქრობენ, ნიკოლო ძანიოლოს, ჯორჯო სკალვინის, დავიდე ფრატეზის, ფაბიანო პარიზისა და ტომაზო ბალდანცის ტრანსფერებზეც. ხუთივე მოთამაშეს „ბებერი ქალბატონის“ სკაუტები აქტიურად აკვირდებიან და ყველა ახალგაზრდაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „იუვენტუსი“ მომავალშიც დიდ იმედს ამყარებს ფედერიკო კიეზაზე, ფაბიო მირეტიზე, ნიკოლო ფაჯოლიზე, ფედერიკო გატისა და მანუელ ლოკატელიზე. ტურინელთა რიგებში არიან ლეონარდო ბონუჩი, მოიზე კინი, მატია დე შილიო, დანიელე რუგანი. კლუბს განათხოვრბეული ჰყავს ლუკა პელეგრინი, ფილიპო რანოკია, ნიკოლო როველა და ანდრეა კამბიასო.

ამრიგად, „იუვენტუსი“ იტალიელ ფეხბურთელებზე აქცენტირებას დაუბრუნდა. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრების მთავარი საბაზისო გუნდი ყოველთვის „იუვე“ იყო და კლუბის ხელმძღვანელობა, რომ ამ ხაზს უბრუნდება სასიამოვნოა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …