მთავარი / სიახლეები / “იუვეს” გენერალური დირექტორი შესაძლოა არივაბენე გახდეს

“იუვეს” გენერალური დირექტორი შესაძლოა არივაბენე გახდეს

ტურინის „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მაურიციო არივაბენესთან, რომელსაც გენერალური დირექტორის პოსტს სთავაზობს. არივაბენე „ფერარიში“ მუშაობდა და ანიელების ოჯახს კარგად იცნობს.

ტურინელთა მიზანია, რომ ჯუზეპე მაროტას წასვლის შემდეგ გამოცარიელებული პოზიცია შეავსონ და არივაბენე გენ. დირექტორის პოსტს დაიკავებს, ხოლო ფაბიო პარატიჩის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ფედერიკო კერუბინი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ გენერალური დირექტორის პოსტზე არივაბენეს გარდა, „სასუოლოს“ მენეჯერის, ჯოვანი კარნევალის კანდიდატურაც განიხილება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …