მთავარი / სიახლეები / “სასუოლოს” დირექტორი: “იუვენტუსი”? ამბიციები ყველას გვაქვს”

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვენტუსი”? ამბიციები ყველას გვაქვს”

„სასუოლოს“ გენერალური დირექტორი ჯოვანი კარნევალი „იუვენტუსს“ დაუკავშირეს, როგორც ფაბიო პარატიჩის შემცვლელი. მან არ დაადასტურა და არც გამორიცხა ტურინში გადაბარგება.

კარნევალიმ „სასიოლოს“ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს შესაძლო დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.

„ცხადია, „იუვენტუსი“ შესანიშნავი გუნდია და ყველას გვაქვს ამბიცია და უფრო მეტი გვსურს. მე განსაკუთრებული კავშირი მაქვს სქუინცის ოჯახთან („სასუოლოს“ მფლებელი), მათთან უკვე რვა წლია ვარ, ჯერ მშობლებთან და ახლა შვილებთან. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად უნდა შევაფასოთ. საკუთარ თავს ათასი კითხვა უნდა დაუსვა, მას შემდეგ, რაც ასეთ ოჯახთან მუშაობა. კითხვები, რომლებიც ალბათ უპასუხოდ დარჩება, ამიტომ ძნელია სხვა კლუბზე ფიქრი.

პირლო „სასუოლოს“ მწვრთნელად? მწვრთნელის არჩევა ძნელია. პირლო კარგი და ახალგაზრდა მწვრთნელია, მაგრამ ჩვენ ზოგადად სიტუაციას ვაფასებთ და სხვებზეც ვფიქრობთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – თქვა კარნევალიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …