მთავარი / სიახლეები / ალეგრიმ კიელინისთან კონტრაქტის განახლება მოითხოვა

ალეგრიმ კიელინისთან კონტრაქტის განახლება მოითხოვა

ჯორჯო კიელინი დიდი ალბათობით „იუვენტუსში“ დარჩება და გუნდთან კონტრაქტს განაახლებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრიმ ხელმძღვანელობასთან ჯორჯოს შენარჩუნება მოსთხოვა.

კიელინი „იუვესთან“ კონტრაქტის, რომელიც 30 ივნისს იწურება, 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე ცნობა მანამდე პაულო დიბალასთან დაკავშირებითაც გავრცელდა და ალეგრიმ პაულოს შენარჩუნებაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 534 თამაშში 36 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …