ტურინის „იუვენტუსის“ შიდა სამზარეულოში როგორც ჩანს, მთლად იდეალური გარემო არ არის. იტალიური მედია იტყობინება, რომ ვარჯიშზე მასიმილიანო ალეგრისა და პაულო დიბალას შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.
როგორც ცნობილი ხდება, „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ ხუან კუადრადომ და დიბალამ მწვრთნელს ზედმეტი დატვირთვებისგან გათავისუფლება, ნაკლები სავარჯიშო და მეტი თავისუფალი დროის გამოყოფა მოსთხოვეს, რაზეც ალეგრის უარყოფითი რეაგირება ჰქონია.
„სწორედ შენ პაულო? შენ მთხოვ ასეთ რამეს?“ – უთქვამს ალეგრის არგენტინელი ფეხბურთელისთვის.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.