ტურინის „იუვენტუსი“ დღეს სეზონის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და ფლორენციაში, „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.
მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის განაცხადი დაასახელა და მასში მოხვდა პაულო დიბალა, რომელიც ითამაშებს. არადა, ორი დღის წინ იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ არგენტინელი ფლორენციაში გუნდთან ერთად არ იქნებოდა.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: კიელინი, დე ლიხტი, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი
ნახევარმცველები: მაკკენი, ბერნარდესკი, რაბიო, ლოკატელი, მირეტი
თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი, აკე, ილინგ-ჟუნიორი
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
I convocati ⚫️⚪️ per la sfida di Firenze 👍#FiorentinaJuve
By @bitgetglobal pic.twitter.com/mBU9WWN5Oh— JuventusFC (@juventusfc) May 21, 2022