მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “მირეტიმ გამაოცა”

ალეგრი: “მირეტიმ გამაოცა”

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონის ბოლო თამაშს ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ გამართავს. მატჩისწინა პრესკონფერენცია გაუქმდა, რადგან „ალიანც სთედიუმზე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმართება და უკვე უეფას განკარგულებაშია, ხოლო მასიმილიანო ალეგრიმ „იებთან“ მატჩამდე კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა.

„ცხელ ატმოსფეროს ველით და ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდს. მოედანზე უნდა გავიდეთ და ვისიამოვნოთ, ღია მატჩს ველოდებით, რომელშიც ბევრი გოლი გავა.

კიელინი? ის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს, რადგან საოცარი ფეხბურთელია და გასახდელში დიდი როლი ჰქონდა. ხვალ ითამაშებს, ვინაიდან ისევ უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

მირეტიმ ძალიან გამაკვირვა, მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ ვეტერანის საიმედოობით და სიმშვიდით თამაშობს. მაკკენი? დაბრუნდა და შეიძლება მცირე დროით ითამაშოს კიდეც. მხოლოდ კიეზა, დანილო და დე შილიო არ იქნებიან გუნდთან ერთად.

მომდევნო სეზონი? უნდა გვქონდეს იმ გუნდის თვისებები, რომელიც მიზნად ისახავს გამარჯვებას და იბრძვის ყველა მიზნისთვის, რომელშიც მონაწილეობას. აუცილებლად წლევანდელ სეზონზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. ისიც მართალია, რომ სეზონის კარგად დასაწყებად კარგი საფუძველი გვაქვს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 21 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …