ტურინის „იუვენტუსს“ მცველები, ლეონარდო ბონუჩი და ლუკა პელეგრინი დაუბრუდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ემზადებიან.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ბონუჩი, რადგან შესაძლოა ბოლომდე მზად არ არის. პელეგრინის კი მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო და მატია დე შილიო ჰყავს კონკურენტებად. ნებისმიერ შემთხვევაში ორი მცველის დაბრუნება მაქს ალეგრისთვის კარგი ამბავია.
პაულო დიბალას და დანიელე რუგანის თამაში გამორიცხულია, ისევე, როგორც ფედერიკო ბერნარდესკის, ჯორჯო კიელინის და ფედერიკო კიეზას. დღეს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ადრიენ რაბიომ და მისი თამაშიც საეჭვოა. ფრანგს 23-წლამდე გუნდიდან დამატებულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა სტრამაჩონიმ ფეხი კოჭში მოარტყა და ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა ხვალ თამაშს.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.