მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ბონუჩი და კუადრადო დაუბრუნდნენ

“იუვეს” ბონუჩი და კუადრადო დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი და ხუან კუადრადო დაუბრუნდნენ. ორივემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ნანტთან“ მატჩისთვის მზად არიან.

ჯერჯერობით, ისინი 90 წუთისთვის მზად არ არიან, მაგრამ სავარაუდოდ, სათადარიგო სკამზე იქნებიან. ბონუჩის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშა – მან დეკემბერში მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო ტრავმა და მას შემდეგ ლაზარეთში იყო, ხოლო კუადრადოსაც ეს პერიოდი გაუცდა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ ბოლო მატჩი „ფიორენტინასთან“ ისევ გამოტოვა.

პოლ პოგბა ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. მან დღეს ნაწილობრივ ინდივიდუალურად და ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის შეეძლება თამაში, ამაზე პასუხი მასიმილიანო ალეგრისაც არ აქვს.

პოგბას გარდა, „იუვეს“ ტრავმების გამო თავდამსხმელები, არკადიუშ მილიკი და კაიო ჟორჟე აკლია.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …