მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “სერია A-ში მოედანზე 46 ქულა მოვიპოვეთ, ევროპა ლიგის მოგება გვინდა”

ალეგრი: “სერია A-ში მოედანზე 46 ქულა მოვიპოვეთ, ევროპა ლიგის მოგება გვინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ნანტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია, ამიტომაც, მიზანია, რომ ევროპა ლიგა მოიგონ.

ალეგრიმ ხაზი გაუსვა, რომ „იუვემ“ სერია A-ში 46 ქულა მოედანზე დააგროვა, მაგრამ 2 ქულა „სალერნიტანასთან“ წაართვეს, 15 კი სასამართლოში.

„შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე ეჭვი მაქვს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალე „სპეციასთან“ მატჩიც გველოდება, გარდა ამისა, ეს ორმატჩიანი დუელია და ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ბონუჩი ხელმისაწვდომია, მისთვის მნიშვნელოვანია სამატჩო კლიმატის შეგრძნება. ყველა ჩემს განკარგულებაშია პოგბასა და კაიო ჟორჟეს გარდა. მნიშვნელოვანია მუშაობა ისე გავაგრძელოთ, როგორც ვმუშაობდით, თითოეულმა ერთმანეთისთვის უნდა ვიმუშაოთ, რათა მაღალ საფეხურზე ავიდეთ. სერია A-ში ჩვენ მოედანზე არა 44, არამედ 46 ქულა დავაგროვეთ, რადგან 2 ქულა „სალერნიტანასთანაც“ წაგვართვეს. „ნანტი“ არის გუნდი, რომელიც ბოლო 10 მატჩში მხოლოდ „მარსელთან“ დამარცხდა და დეკემბრის შემდეგ კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა, იანვარში კი გაძლიერდა.

ახალი ევროპული გზა იწყება, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მიზანია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი კარიბჭეა. გვინდა, რომ ბოლომდე გავიდეთ. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ პირში ცუდი გემო დაგვიტოვა და ძალიან გაგვაბრაზა. ვიცით, რომ ევროპაში თამაში და გამარჯვება ადვილი არ არის, ფრანგულ გუნდებთან შეხვედრა რთულია, რადგან ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ შეტევაში, ხარისხიანი და სწრაფი. უნდა ვეცადოთ, რომ საპასუხო მატჩამდე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი საფუძველი ჩავყაროთ.

უნდა შევაფასო, ვის სჭირდება ენერგიის აღდგენა სჭირდება და ვინ ითამაშებს ხვალ და ვინ „სპეციასთან“. ევროპა ლიგა გავლენას არ მოახდენს ჩემს მომავალ არჩევანზე. ყურადღება უნდა გავამახვილოთ აწმყოზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ძალა ყველა ტურნირზე. ზოგიერთ ასპექტში გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ, როგორიცაა ბურთის ფლობა, რომელიც არ იყო „ფიორენტინასთან“ სრულყოფილი და უკეთესად უნდა გავაკეთოთ. საჭიროა, სერია A-ში, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ევროპა ლიგა გვეხმარება კალენდრის შევსებაში, მთელი კვირის განმავლობაში უთამაშებლად ყოფნა მოსაწყენია. ამიტომაც, ევროპა ლიგაზე კარგად უნდა გამოვიდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატაროთ.

ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვერ გამოვედით, ევროპა ლიგაზე ჩემთვისაც დებიუტია. „ნანტის“ პატივისცემაა საჭირო, არცერთი სანტიმეტრი არ უნდა დავთმოთ. პოგბა? არ ვიცი, საპასუხო მატჩისთვის მზად თუ იქნება. წინ პატარ-პატარა ნაბიჯით უნდა იაროს. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება, მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს. კარგი შემადგენლობა გვყავს, რაც მატჩების დროს როტაციის გაკეთების საშუალებას მაძლევს. 5 ცვლილება დამეხმარება, თუ სწორად გავაკეთებ.

მჯერა, რომ ერთიანობამ უნდა გამოიწვიოს განსხვავება. გუნდს, რომელსაც 15 ქულას ართმევ დილიდან საღამომდე, შეიძლება გაუჭირდეს, ამიტომ მოტივაცია უნდა ვიპოვოთ, რადგან ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს. -15 ქულა უკვე წარსულს ჩაბარდა, გუნდმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ასე უნდა გააგრძელოს. უდავოა, რომ მოედანზე 46… უკაცრავად, 44 ქულა დავაგროვეთ და ეს ობიექტური ფაქტია.

კიეზა კარგად გამოჯანმრთელდა, კვირას მან აჩვენა, რომ უმჯობესდება და უკეთეს ფორმაში შედის. ხვალ სტადიონი სავსე იქნება და ეს კარგი სიგნალია გულშემატკივრების მხრიდან, ამიტომ, კარგი პასუხი უნდა გავცეთ. მას შემდეგ, რაც 15 ქულა წაგვართვეს, ფანები ყოველთვის ძალიან გვეხმარებიან. არ ვიცი, „ნანტთან“ ფავორიტები ვართ თუ არა, უბრალოდ ვიცი, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ფეხბურთელს, რომელმაც 5 წლის შვილი დაკარგა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნანტის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …