ტურინის „იუვენტუსს“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ტოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ეს უკვე გადაწყვეტილია და უახლოეს ხანში გაოფიციალურდება.
პარატიჩის „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კლუბი მასთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს. ცნობილია, რომ მას ფედერიკო კერუბინი შეცვლის, რომელიც ამჟამად გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
პარატიჩი „იუვენტუსში“ 2010 წლიდან მუშაობდა და მისი როლი კლუბის წარმატებებში დიდია, მაგრამ სწორედ მან გაუშვა გუნდიდან მასიმილიანო ალეგრი, რომლის დაბრუნება უკვე ძალიან რეალურია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარატიჩი წავა.
კერუბინის სპორტულ დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში დაწინაურდებიან მისი ორი მარჯვენა ხელი ჯოვანი მანა და მატეო ტონგოცი, რომლებიც ამჟამად „იუვეს“ 23-წლამდე გუნდში მუშაობენ. პარატიჩის მომავალს კი ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ.