ტურინის “იუვენტუსი” შესაძლოა ვესტონ მაკკენიმ დატოვოს. ამის შესახებ ცნობები უკვე აქტიურად ვრცელდება. ფეხბურთელით “ტოტენჰემია” დაინტერესებულია, მაგრამ მათ ამერიკელის აყვანა იჯარით სურთ, რაზეც “იუვემ” უარი უკვე ორჯერ განაცხადა.
ტურინელები მაკკენის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში შეთავაზებას მიიღებენ. მათ არ სურთ მოთამაშის ბარტერი ან იჯარით გაშვება. აღსანიშნავია, ალეგრის ვესტონ არ მოსწონს და მასზე დიდ იმედს არ ამყარებს.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” მაკკენი გასულ სეზონში 18 მილიონ ევროდ “შალკედან” დაიმატა და 46 მატჩში 6 გოლი გაიტანა.