მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” დიბალა დაუბრუნდა

“იუვენტუსს” დიბალა დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ პაულო დიბალა დაუბრუნდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიბალა სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაშია, მაგრამ რამდენმად მზად არის ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, ჯერჯერობით უცნობია.

ისევ ტრავმებირებული არიან ჯორჯო კიელინი, აარონ რემზი, ფედერიკო ბერნარდესკი და მატია დე შილიო, შესაბამისად ისინი ლონდონში გუნდს არ გაჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის „ჩელსისთან“ ქულის მოპოვება მაინც სჭირდება. ტურინელებმა ინგლისურ გუნდს პირველი მატჩი შინ ფედერიკო კიეზას გოლით მოუგეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …