მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების საკითხიც მოაგვარა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ, შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდა. „იუვემ“ მეტოქეს ბურთი და ტერიტორიული უპირატესობა დაუთმო და მეორე ნომრად ითამაშა.

ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე გახსნეს, როდესაც დომენიკო ბერარდის შესანიშნავი პასით ჯაკომო რასპადორი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და გაიტანა. ალესიო დიონიზის გუნდის უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 45-ე წუთზე პაულო დიბალამ შეძლო გათანაბრება და პირველი გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

მეორე ნახევარში ყველაზე ახლოს გოლთან ალვარო მორატა იყო, თუმცა მას მეკარემ დიდებული ნახტომით აჯობა. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ მაინც მოიგო, რაც მოიზე კინის დამსახურებაა, რომელიც 88-ე წუთზე მცველს გაექცა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ 66 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „რომას“ 8 ქულით გაასწრო, რაც სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ სოლიდური და კომფორტული უპირატესობაა. უფრო მეტიც, ახლა „იუვემ“ მესამე ადგილზე უფრო უნდა იფიქროს, რადგან „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ერთადერთი ქულაა.

„სასუოლო“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

რეჯიო იმილია, „მაპეი სთედიუმი“

„სასუოლო“ (4-2-3-1): კონსილი; მულდური, აიჰანი, კირიკეში, კირიაკოპულოსი; ფრატეზი (მათეუს ენრიკე 88), ლოპესი; ბერარდი (დეფრელი 79), რასპადორი, ტრაორე (ჯურიჩიჩი 79); სკამაკა

მწვრთნელი: ალესიო დიონიზი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი (კიელინი 55), ალექს სანდრო; ბერნარდესკი (მირეტი 87), ზაკარია, დანილო, რაბიო; დიბალა (ვლაჰოვიჩი 55), მორატა (კინი 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 რასპადორი (39), 1:1 დიბალა (45), 1:2 კინი (88)

გაფრთხილება: ლოპესი (45), სკამაკა (50) – დე შილიო (62), კინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (7) – 10 (5) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ფაბიო მარესკა

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …