ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. სერია A-ს 35-ე ტურში „რომამ“ შინ „ბოლონიას“ ვერ მოუგო (0:0), რამაც მასიმილიანო ალეგრის გუნდს ოთხეულში ადგილი გაუნაღდა.
„იუვენტუსი“ „რომას“ და „ლაციოს“ 10-10 ქულით უსწრებს და დარჩენილ სამ ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ 69 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრას კი 6 მაისს, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.