მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი “იუვეზე”: “ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია”

ბონუჩი “იუვეზე”: “ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარ დაბადების დღეზე „ვენეციასთან“ დუბლი შეასრულა. მან სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეს“ მიუძღვნა.

მან გოლის შემდეგ მაისურზე „იუვეს“ ლოგოს აკოცა და დაწერა, რომ აქამდე არცერთი გუნდის ლოგოზე ნაკოცნი არ ჰქონდა, მაგრამ ამის გასაკეთებლად შესაფერისი დრო იყო.

„ეს არის სიყვარული, რომლის ახსნა შეუძლებელია. ვისაც ეს არ უგრძვნია, ვერ გაიგებს. ის გახარებს, გაბრაზებს, თავშიც გირტყამს, გენატრება, როცა მასთან არ ხარ და მოუთმენლად ელი მასთან ჩახუტებას. გაიძულებს იცხოვრო უნიკალური მომენტებით. განიჭებს სიამივნებას, როგორც არასდროს. ზოგჯერ სიძულვილს გაიძულებს, მაგრამ მერე ყველაფერი გაივლის და შენ მას პირველ ჯერზე მეტად უყვარხარ!

არასდროს მიკოცნია არც ერთ მაისურზე, მაგრამ დღეს, ჩემს დაბადების დღეზე, კაპიტნის სამკლავურით, ვიგრძენი, რომ შესაფერისი დრო იყო გამომეცხადებინა სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ამ მაისურის მიმართ, ამ ფერებისთვის. ამ პაუზამ კიდევ კიდევ გაგვაერთიანა და დღეს წრე დაიხურა. მადლობა, რადგან იყო „იუვენტუსის“ მოთამაშე, ყველაზე ლამაზი რამეა, რაც შეიძლება არსებობდეს. Fino Alla Fine Forza Juventus”, – დაწერა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩიმ მიმდინარე სეზონში დუბლი ორჯერ შეასრულა. მას სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და ეს ერთ სეზონში მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. მანამდე მისი მაქსიმუმი სეზონში 3 გოლი იყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …