ტურინის „იუვენტუსმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ კორენტინო ტოლისოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
მასიმილიანო ალეგრი ფრანგი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მის გადაბირებას ჯერ კიდევ 2017 წელს ცდილობდა, სანამ „ბაიერნში“ გადავიდა. გერმანული გუნდი წინააღმდეგი არაა ტოლისო გაასხვისოს.
ტურინელთა მთავარი სამიზნე ნახევარდაცვაში ისევ მანუელ ლოკატელია, მაგრამ ტოლისო შესაძლოა საინტერესო ვარიანტი აღმოჩნდეს.
კორენტინ ტოლისო „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს, მაგრამ ბოლო დროს ძირითადში იშვიათად ხვდება, ხოლო მანამდე სახელი „ლიონში“ გაითქვა.