მთავარი / სიახლეები / რონალდუმ “იუვენტუსიდან” წასვლა არ გამორიცხა

რონალდუმ “იუვენტუსიდან” წასვლა არ გამორიცხა

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსიდან“ წასვლას არ გამორიცხავს. როგორც მან პორტუგალიის ნაკრების პრესკონფერენციაზე განაცხადა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის საუკეთესო არჩევანი იქნება.

“რაც არ უნდა მოხდეს, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ, მიუხედავად იმისა, დავრჩები თუ არა „იუვენტუსში“. მშვიდად მძინავს, ახლა მთავარი ევროპის ჩემპიონატია, ის ჩემთვის მეხუთეა, მაგრამ ისე ვუდგები, როგორც პირველს, მინდა ახლა მხოლოდ მასზე ვიყო კონცენტრირებული“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსს“ კონტრაქტით კიდევ ერთი სეზონი ეკუთვნის და ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში მომდევნო სეზონშიც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …