მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია A-ს მეორე წრე კატასტროფულად დაიწყო და შინ „მონცასთან“ წააგო.

რაფაელე პალადინოს გუნდმა, რომელიც ისტორიაში პირველად თამაშობს სერია A-ში, სეზონში ორივე მატჩი მოუგო ტურინულ გრანდს! საერთოდაც, როცა შინ დაამარცხა (1:0), ეს იყო „მონცას“ პირველი გამარჯვება ისტორიაში სერია A-ში, ახლა კი ტურინში ჩავიდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ორივე პირველ ტაიმში და მერე „იუვეს“ ძალა არ ჰქონდა სიტუაცია შეეცვალა. არც ძალა და არც კლასი! დიახ, ტურინული გრანდი წელს ნამდვილად არ არის მისთვის შესაფერისი კლასის.

იყო შესვენების შემდეგ რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და „იუვენტუსი“ დამსახურებულად დამარცხდა. არადა, „ბებერი ქალბატონისთვის“, რომელსაც 15 ქულა დააკლეს, ახლა თითოეული ქულა ძვირფასია, მითუმეტეს დაკლებული ქულების რაოდენობა დიდი ალბათობით გაიზრდება და ამასობაში შეიძლება გასავარდნ ზონაშიც აღმოჩნდეს.

მანამდე, „იუვე“ მე-13 ადგილზეა 23 ქულით… მომდევნო მატჩს „ბებერი ქალბატონი“ იტალიის თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს, სერია A-ში კი 7 თებერვალს, „სალერნიტანას“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „მონცა“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჩურია (18), 0:2 დანი მოტა (39)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …