ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგური მატჩი „მონცას“ წინააღმდეგ ჩაატარა და ამავე შეხვედრაში გათამაშდა ლუიჯი ბერლუსკონის თასი, რომლისთვისაც „იუვე“ აქამდე როგორც წესი წლების განმავლობაში „მილანს“ ეთამაშებოდა (ბოლოს 2012 წელს).
თუმცა, ამჯერად სილვიო ბერლუსკონის მფლობელობაში მყოფმა „მონცამ“ ამ თასის აღდგენა გადაწყვიტა და მეტოქედ „იუვე“ მიიწვია.
ტურინელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, ფეხბურთელთა ნაწილი ჯერ კიდევ შვებულებაშია, ნაწილიც ახლახან დაბრუნდნენ და არ უთამაშიათ.
მიუხედავად ამისა, მასიმილიანოა ელგრის გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა. ანგარიში მე-13 წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა ფილიპო რანოკიამ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან ძალიან ზუსტად და ტექნიკურად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დეიან კულუშევსკიმ მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ადვილად გაიტანა, რითაც სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს მარკო დ’ალესანდრომ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა, ტურინელებმა, რომლებიც იმ დროისთვის პრაქტიკულად 23-წლამდე გუნდის შემადგენლონით იყვნე მოედანზე, უპირატესობა შეინარჩუნეს და 2:1 მოიგეს.
„იუვენტუსმა“ ლუიჯი ბერლუსკონის თასი მე-11-ედ მოიგო, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 8 აგვისტოს, „ბარსელონასთან“ გამართავს და იქ გამპერის თასი გათამაშდება.
„მონცა“ – „იუვენტუსი“ 1:2
გოლები: 0:1 რანოკია (13), 0:2 კულუშევსკი (53), 1:2 დ’ალესანდრო (87)