მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “მონცასთან” მატჩის შემდეგ

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “მონცასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუიჯი ბერლუსკონის თასზე „მონცა“ 2:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

„სატრანსფერო ბაზარზე კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს და პიანიჩი ამჟამად „ბარსელონას“ ფეხბურთელია. ამასთან, ამ საღამოს რემზიც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა დაცვის წინ, შეუძლია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. მას ისიც ვუთხარი, რომ ამ პოზიციაზე ნაკლები სირბილია საჭირო. რემზი კარგად კითხულობს თამაშს, მაგრამ ასევე შეუძლია სიზუსტით თამაში და მისი გასუფთავება. თუ თავდაჯერებული იქნება, შეუძლია გახდეს დიდი რეჯისტა.

კულუშევსკი კარგი მოთამაშეა, ხარისხი აქვს, მხოლოდ 21 წლისაა და ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, მაგრამ როდესაც მეტოქის კარს უტევს ამ ასპექტში. ფაჯიოლი, როდესაც თამაში ჩაერთო, მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა, ის გაიზარდა და ახლა ხელმძღვანელობასთან ერთად ვნახავთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ბუნებრივია, რომ მათ ცოტა გამოცდილება აკლიათ. რონალდუ დაბრუნდა და დიბალას გამოჯანმრთელებაც კარგად მიმდინარეობს. ახლა სხვებიც შემოგვიერთდებიან და სეზონისთვის მოსამზადებლად 20 დღე გვექნება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 აგვისტოს, გამპერის თასზე „ბარსელონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …