მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

“იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

მანუელ ლოკატელი ახლა უკვე „იუვენტუსის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია. „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ „სასუოლოდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდა.

მოგეხსენებათ, ლოკატელი აქამდე „ბებერ ქალბატონში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ამიერიდან მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდს ეკუთვნის.

მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს სამი ფინანსური წლის განმავლობაში გადაუხდის, რასაც შეიძლება დაემატოს 12.5 მილიონი ბონუსების სახით გარკვეული სპორტული შედეგების მიღწევის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ლოკატელის „იუვენტუსის“ მაისურით 2021 წლიდან 68 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი მანამდე „სასუოლოსა“ და „მილანში“ თამაშობდა, იტალიის ნაკრებში კი 24 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …