მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

„სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდზე, ისე დუშან ვლაჰოვიჩზე, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე.

„გარდა თამაშისა, მნიშვნელოვანია როგორაა ვლაჰოვიჩი ფიზიკურად. ის კარგი გარანტიაა „იუვესთვის“, დი მარიასთან ერთად, რომელიც ამ ტემპით თამაშს თუ გააგრძელებს, მისი ყოლა ფუფუნებაა. უბრალოდ, საჭიროა სწორად მართვლა. უნდა ითქვას, რომ ბევრი მატჩია და ყველა საჭირო იქნება, ამიტომ, ალეგრის თავისი ფეხბურთელების მონაცვლეობა შეეძლო. როცა ვლაჰოვიჩი 100%-ით მზად იქნება, გაფრინდება. მასში დღეს დიდი მონდომება დავინახე, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ფიზიკურად კარგად ყოფნა სჭირდება, რადგან ასევე იცის, როგორ უნდა ითამაშოს გუნდში, მაგრამ გამანადგურებელი ხდება, თუ დაცვას სწორად უტევს. ის ახლა კარგადაა და რაც უფრო მეტს ითამაშებს, უფრო მეტად შევა საუკეთესო ფორმაში.

ბევრი ვარიანტის ქონა დიდი გუნდებისთვის უპირატესობაა. „იუვენტუსს“ ამ მომენტში ბევრი ვარიანტი აქვს. კინიც, რომელსაც სეზონის დასაწყისში უჭირდა, ახლა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უნდა ითქვას, რომ სეზონის განმავლობაში ალეგრის ყველა ეს ვარიანტი არ ჰქონდა.

მირეტი და ფაჯოლი ნახევარდაცვაში კარგად თამაშობენ. ისინი განსხვავებული თვისებების მოთამაშეები არიან. მირეტი უფრო დინამიურია, მან კარგად იცის ხაზებს შორის თამაში. ფაჯოლის უკეთესი პასი აქვს, კარგად ხედავს თამაშს, ვიდრე მირეტი. მათ ერთადაც თამაში შეუძლიათ მოედანზე რაბიოს არყოფნის შემთხვევაში, მაგრამ ორივე სწრაფად გაიზარდა.

„იუვენტუსს“ მოუწევს მთელი სეზონი კონცენტრირებული იყოს, რომ სეზონი უკეთ დაასრულოს. მერე ბევრი სცენარი გაიხსნება, მათ შორის სატრანსფერო ბაზარზე. რაბიოდან პარედესამდე, დი მარიამდე. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ გუნდი ახლა გამოწვევებს კარგად პასუხობს“, – თქვა ბარძალიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …