ტურინის “იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის მონაწილე ფეხბურთელები შვებულებიდან დაბრუნდნენ და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არიან.
“იუვეს” 2 აგვისტოს ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა, დანილო, ალექს სანდრო შეუერთდნენ. მათ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს.
“იუვენტუსი” უახლოეს მატჩს 8 აგვისტოს, გამპერის თასზე სტუმრად “ბარსელონასთან” გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს “უდინეზეს” ესტუმრება.
Al via una nuova settimana di lavoro! 💪
Le 📸 dell’allenamento pomeridiano 👉 https://t.co/ja9kBiCUo2#ForzaJuve
— JuventusFC (@juventusfc) August 2, 2021