„იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა და პარალელურად ნახევარდაცვის განახლებაზეც მუშაობს.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდი „კალიარისა“ და ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველის, ნაჰიტან ნანდესის ტრანსფერზე მუშაობს. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ მოლაპარაკებები დასტურდება.
ნაჰიტან ნანდესი „კალიარიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 83 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.