მთავარი / სიახლეები / ბენტანკური შესაძლოა “ასტონ ვილაში” გადავიდეს

ბენტანკური შესაძლოა “ასტონ ვილაში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა როდრიგო ბენტანკურმა დატოვოს. ურუგვაელი ფეხბურთელით ბირმინგემის „ასტონ ვილა“ სერიოზულადაა დაინტერესებული.

ბენტანკური სტივენ ჯერარდს მოსწონს და ინგლისური კლუბის სკაუტები „მილანთან“ მატჩსაც დაესწრნენ, რომელშიც როდრიგომ შესანიშნავად ითამაშა. „იუვე“ მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში.

ბენტანკურს, რომელიც ტურინულ გრანდში 2017 წლიდან თამაშობს, კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას „იუვეში“ 181 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

თუ ბენტანკური „ასტონ ვილაში“ გადავა, „იუვენტუსი“ მის შეცვლას „გლადბახის“ შვეიცარიელი საყრდენი ნახევარმცველით, დენის ზაკარიათი ეცდება, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, ახლა კი მისი ღირებულება სწორედ ამიტომ დაახლოებით 5-6 მილიონი ევროა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არ წყდება საუბარი არტურის წასვლის შესახებაც, რომელიც „არსენალს“ ძალიან სურს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერიც შესაძლებელია და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს დაიხურება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …