ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას შენარჩუნებას ცდილობს. ესპანელი ფორვარდის საიჯარო ვადა ზაფხულში იწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი ფეხბურთელით ძალიან კმაყოფილია, ამიტომაც, კლუბი „ატლეტიკოსთან“ მის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს ეცდება.
მადრიდული გრანდი მორატას 35 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვინაიდან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ალვაროს ფასი დააკლოს.
ტურინელთა მიზანია, რომ მორატა მაქსიმუმ 20 მილიონ ევროდ გამოისყიდონ და თუ ამ წინადადებაზე „როხიბლანკოს“ დაითანხმებენ, ესპანელ შემტევს სრულფასოვან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმებენ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ალვარო მორატამ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.