მთავარი / სიახლეები / დიბალა და კიელინი სავარაუდოდ “ვილიარეალთან” განაცხადში მოხვდებიან

დიბალა და კიელინი სავარაუდოდ “ვილიარეალთან” განაცხადში მოხვდებიან

ტურინის „იუვენტუსს“ „ვილიარეალთან“ მატჩში სავარაუდოდ ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა დაუბრუნდებიან.

იტალიური მედიის ცნობით, ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მასიმილიანო ალეგრი მათ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის გამოიძახებს.

თუმცა, ძირითადში სავარაუდოდ ვერცერთი მოხვდება, რადგან კიელინის თვეზე მეტი გაუცდა, დიბალას კი 3 კვირაზე მეტი. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სათადარიგო სკამზე იქნებიან და ალეგრი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 მარტს, ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …