მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს”

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს სეზონის გადამწყვეტი მომენტია და მისი გუნდი მზად უნდა იყოს. ალეგრიმ ხაზი გაუსვა თამაშის დროს მოთმინების უნარსა და მოულოდნელობებზე სწორ რეაგირებას.

„ეს გადამწყვეტი მომენტია. მაქვს მკაფიო იდეები, იმედია, ყველაფერს წინასწარ გამოვიცნობ. გუნდი კარგად მუშაობს, მარტში წყდება ჩემპიონატის ბედი, ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის. სანაკრებო პაუზამდე 5 დღე რჩება და საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ. არ ვიცი, გვაქვს თუ არა, ხარისხი ფინალში გასასვლელად, მაგრამ ამბიცია უნდა გვქონდეს, რომ იქ გავიდეთ. როცა სეზონი იწყება, გონებაში მაქსიმალური მიზნები უნდა გვქონდეს. ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ეს სინანული არ უნდა გაგვიჩნდეს, შეიძლება სხვებმა გვაჯობონ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, ხვალ ფინალის ტოლფასი მატჩია, რომელსაც სახლში ვითამაშებთ, რადგან სტუმრად გატანილი გოლის წესის უპირატესობა აღარ არსებობს.

კიელინი, დიბალა და ბერნარდესკი დაბრუნდნენ. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან, რადგან მატჩი შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს და ცვლილებები შეიძლება ფუნდამენტური იყო. სამივეს არ შეუძლია 90 წუთის თამაში, მაგრამ შეცვლაზე შეუძლიათ. ბონუჩი ვერ ითამაშა, მან ორი თამაში ტრავმით ითამაშა, ახლა პრობლემა აქვს, რომელსაც ჯერ ვერ აგვარებს. ალექს სანდროც დაგვაკლდება, ზაკარია კი იმედია ხუთშაბათს დაგვიბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება.

ვლაჰოვიჩი ნამდვილად ითამაშებს, კინსა და მორატას შორის კი ერთ-ერთი. ალვარო კარგ ფორმაშია, თავიდან ისეთ პოზიციაზე თამაშობდა, რომელიც მისი არ არის, მაგრამ შეეჩვია და ხელმისაწვდომია. ცენტრფორვარდით ის გაცილებით უკეთ თამაშობს, ამ შემთხვევაში შეუძლია თავისი თვისებები გამოაჩინოს.

ახლა გაცილებით უკეთეს ვითარებაში ვიქნებოდით, რომ არა ტრავმები და საწყისი სამი თვის პრობლემები. შორს არ უნდა ვიყუროთ, მხოლოდ ახლო მიზნებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. თითო ნაბიჯი უნდა გადავდგათ, არ გვინდა ჩემპიონთა ლიგისა და სკუდეტოს მოგებაზე ახლა საუბარი. საჭიროა ბალანსი, მიწაზე ფეხი მყარად უნდა დავდგათ. ხვალ იმისთვის ვითამაშებთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ, დიდი ადრენალინის თამაში იქნება და ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. აქ დავბრუნდი ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბევრ ფეხბურთელს არ ვიცნობდი, შეცდომებიც დავუშვით, მათ შორის მეც. ახლა უფრო სტაბილურად ვთამაშობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მარტი სეზონის გადამწყვეტი ფაზაა და იმისგან განსხვავებულად უნდა ვითამაშოთ, რასაც თებერვლამდე ვთამაშობდით.

„ვილიარეალი“ გამოცდილი გუნდია, ფიზიკურად ძლიერი და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. პირველ თამაშში მათ შეცდომა დაუშვეს და შემდეგ თამაშში დაბრუნდნენ. ეს მერვედფინალია და სერიოზული თამაშის ჩატარებაა საჭირო. თითოეულ რგოლში საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. ამიერიდან, სეზონის ბოლომდე ყველა თამაში დელიკატურია. მე არ ვნერვიულობ, გუნდი მომწიფდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი რაღაც გვაქვს და გარკვეულ მომენტებში მეტი მოთმინება გვჭირდება. „რეალი“ – პსჟ-ს მატჩი გვასწავლის, რომ მოულოდნელობისთვისაც მზად უნდა იყო, ამიტომ საჭიროა სიმშვიდე და რეაგირების უნარი.

პელეგრინი? ლუკა ძალიან გაიზარდა, ბედნიერია, მაგრამ კიდევ მეტს ველოდები. ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც თავდაჯერებულობას იძენს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. პირველი თამაში ესპანეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …