მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსი” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვენტუსი” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურშიც ვერ მოიგო და „მილანთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – კალულუს გამარჯვების გოლისგან „იუვე“ მისმა ხელმა იხსნა.

დანილო 6 – ლეაო თამაშიდან გამოთიშა, ის ძალიან კარგ ფორმაშია.

ბონუჩი 6.5 – თავიდან შეცდომებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ძალიან თავდაჯერებული გახდა.

კიელინი 6.5 – კედელი, მისი ზონიდან გუნდი უშეცდომო იყო.

ალექს სანდრო 6.5 – დაცვით ფაზაში კარგი იყო, კალულუ მატჩის ბოლოს დაკარგა, მაგრამ კარგად ითამაშა და საგოლე კონტრშეტევაც მაინ წამოიწყო.

კუადრადო 6 – ისეთი გავლენა ვერ მოახდინა თამაშზე, როგორც სხვა დროს.

კიეზა 6 – მოედანზე იმ დროს შევიდა, როცა „იუვეს“ აღარ იყო თამაშში და მას არ შეეძლო სიტუაციის შეცვლა.

ბენტანკური 6 – ჭრის და კერავს, საშუალო თამაში ჩაატარა.

ლოკატელი 5.5 – დაცვის წინ ითამაშა, დიასთან ადვილი ბრძოლა არ ჰქონდა, მაგრამ იზრდება. კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ გოლის დროს რებიჩი დაკარგა და ამით „მილანმა“ ანგარიში გაათანაბრა.

რაბიო 5 – საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც „მილანს“ რებიჩის გოლის კუთხური აჩუქა.

დიბალა 7 – ერთ-ერთი საღამო, როცა ის მაგიის განწყობაზე იყო. მორატას სწრაფი გოლი მისი პასით გავიდა. ის ხარისხიანად ხელმძღვანელობდა „იუვეს“ თამაშს, მაგრამ როცა „იუვემ“ თამაშს უკლო, ისიც დაეცა.

კულუშევსკი შ.გ – მან დიბალა შეცვალა, მაგრამ თამაში – ვერ.

მორატა 7 – სამი თამაში, სამი გოლი. მორატას კვირა უკეთესია, ვიდრე მთლიანად „იუვეს“. სივრცეში ტეო ერნანდესს აჯობა და მაინანს ბურთი ლამაზად თავზე გადაუგდო.

კინი 5.5 – ბევრი სურვილი, მაგრამ ცოტა კარგი საქმე.

ალეგრი 6 – „მალმიოს“ შემდეგ არაფერს შეეხო, კიელინის გარდა, რომელმაც დე ლიხტი ჩაანაცვლა. მას მოუწევს შემადგენლობაში კიეზას ადგილის პოვნა. თუნცა იმითომ, რომ ეს „იუვეს“ მის გარეშე თამაში არ სჭირდება. ამჯერად ცვლილელები ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მეტი მიეცა გუნდისთვის და ქულა არის მხოლოდ 2 ოთხი ტურის შემდეგ.

შემთხვევითი სიახლე

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა …

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. …