ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა დეიან კულუშევსკიმ დატოვოს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბი სერიოზულად განიხილავს შვედი ფეხბურთელის იანვარში გასხვისების შესაძლებლობას.
კულუშევსკიმ ტურინულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა და მას განსაკუთრებით მასიმილიანო ალეგრი არ ენდობა. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა იანვარში გაყიდოს და გამომუშავებული თანხით ნახევარმცველის ან თავდამსხმელის ყიდვა სცადოს.
კულუშევსკი „იუვენტუსმა“ 44 მილიონ ევროდ შეიძინა და 2020 წლიდან დღემდე 62 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.