მთავარი / სიახლეები / კამორანეზიმ “იუვენტუსზე” ისაუბრა

კამორანეზიმ “იუვენტუსზე” ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მაურო კამორანეზიმ „ბიანკონერის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერებთან ქულების ჩამორჩენას მეორე წრის დაწყებამდე მოახერხებს, ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნდება.

„იუვე“ ჩემს საფეხბურთო კარიერაში ფუნდამენტური გამოცდილება იყო. მიმდინარე სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო და ძალიან ვწუხვარ. ალეგრისთან ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ და სარისა და პირლოს პროექტების მალევე დასრულების მერე, გვინდოდა წარსულში დაბრუნება, მაგრამ შედეგები არ არის ოპტომალური. თუმცა, გუნდი კონკურენტუნარიანია, ისინი ერთიანები უნდა იყვნენ, მწვრთნელის გვერდით, რადგან სირთულეებს მარტო ვერასდროს გადალახავ. ჩემპიონთა ლიგაზე შედეგები არის, ჩემპიონატში კი, დარწმუნებული ვარ, „ბიანკონერი“ იანვრამდე თუ მოახერხებს ლიდერთან ჩამორჩენის 6-7 ქულამდე შემცირებას, მაშინ გამორიცხული არაფერი იქნება და არც სკუდეტო“, – თქვა კამორანეზიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და ლიდერებს 14 ქულით ჩამორჩება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს, სტუმრად „ლაციოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …