ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას და ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.
იტალიური მედიის ცნობით, დი მარია საბოლოო პასუხს 48 საათის განმავლობაში იტყვის, მაგრამ პრესას პოზიტიური მოლოდინი აქვს და დიდი შანსია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ ბედი ერთი წლით დაუკავშიროს.
პარალელურად ტურინელები „აინტრახტიდან“ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობენ. სერბ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და მისი ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება. ახლა შეთანხმება გერმანულ კლუბთანაა მისაღწევი, რომელიც ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვე“ კი ჯერჯერობით 12 მილიონ ევროს სთავაზობს.