მთავარი / სიახლეები / “ლეჩეს” მირეტის იჯარით გადაბირება სურს

“ლეჩეს” მირეტის იჯარით გადაბირება სურს

„ლეჩე“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფაბიო მირეტის გადაბირებით დაინტერესდა. რა თქმა უნდა, საუბარია ერთწლიან იჯარაზე.

„ჯალოროსი“ სერია A-ში დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს, ამიტომაც, 18 წლის ნახევარმცველის იჯარით დამატება უნდა. იტალიური მედია წერს, რომ ფაბიო მომდევნო სეზონში „იუვეს“ პირველი გუნდის მუდმივი წევრი იქნება და მისი განათხოვრების დაბალი შანსია, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე არასოდეს იცი რა მოხდება.

გარდა მირეტისა, „ლეჩეს“ ჯანლუკა ფრაბოტა დაუკავშირეს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „ვერონაში“ გაატარა და ასევე კაიო ჟორჟე, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …