მატაის დე ლიხტი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს და როგორც წესი, მისი ინფორმაცია უტყუარია.
დე ლიხტი და მისი აგენტები კლუბთან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება 2 წლით განახლდება და ახალი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში, ის „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობს და 115 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.