მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “კიელინის ვიდეოებით აკადემიებში დაცვაში თამაში უნდა ისწავლებოდეს”

ალეგრი: “კიელინის ვიდეოებით აკადემიებში დაცვაში თამაში უნდა ისწავლებოდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაშზე ცოტა ილაპარაკა და უფრო მეტი დრო ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას დაეთმო.

„კიელინიმ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა, მისი თამაშის ვიდეოები კოვერჩანოსა და საფეხბურთო აკადემიებში უნდა განთავსდეს და მომავალმა მცველებმა ისწავლონ დაცვაში თამაში, ერთი-ერთზე თამაში. ის და სხვა ვეტერანები, ბონუჩი, ბარძალი, ბუფონი, მარკიზიო დამეხმარნენ მეც, როდესაც გუნდში მოვედი გამეგო, რას ნიშნავდა „იუვენტუსი“.

პაულო ემოციური ადამიანია, უმაღლეს კლასის ფეხბურთელი და მან დაიმსახურა ის სიყვარული, რომელიც ფანებმა აჩვენეს. ჩემთვისაც ემოციური იყო კიელინის ღიმილი და დიბალას ცრემლები, მაგრამ ეს არ არის იმის საკითხი, რომ პაულო მზად არ იყო და ჯორჯო მზად იყო, უბრალოდ ყველა თავისებურად გამოხატავს ემოციებს და განიცდის. ალბათ, ჯორჯო სახლში რომ მივა, იტირებს.

ბოლო წუთზე ფრის გამო გავბრაზდი, მაგრამ ბიჭების საღამო იყო და არაფერი ვუთხარი. მომდევნო სეზონში მკაფიო იდეები? უკვე ვილაპარაკე ხელმძღვანელობასთან და კიდევ ვილაპარაკებ, იდეები მკაფიოა, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარზე არასდროს იცი რა მოხდება. გუნდში კარგი საფუძველია, რომელსაც გაუმჯობესება შეუძლია, ვლაჰოვიჩს, ზაკარიას, მირეტის. მირეტი ჩემთვის სიურპრიზია. ის ტექნიკურია, ძლიერი ხასიათი აქვს და ვერტიკალურიად თაამშობს, რაც ძალიან მომწონს“, – თქვა ალეგრიმ Sky Sport-თან.

შემდეგ მასიმილიანომ კომენტარი ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერშიც გააკეთა:

„ჯორჯოს მისალოცი არაფერი აქვს, უბრალოდ კიელინის ვიდეოები კოვერჩანოში უნდა იყოს, რადგან დაცვაში თამაში ახალგაზრდებმა ისწავლონ. ემოციური საღამო იყო. იმისთვის, რომ გამარჯვებას დავუბრუნდეთ, კიელინისნაირი მოთამაშეებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი. დიბალას აქ 7 მშვენიერი წელი ჰქონდა, ის „პალერმოდან“ ბავშვი მოვიდა და გაიზარდა. მას საუკეთესოს ვუსურვებ.

მატჩი? შესაძლოა, ბოლოს კუადრადოზე ჯარიმა იყო, მაგრამ ის ბურთი კუთხურის ალამთან უნდა მოგვეტანა. მოსაგებად საჭიროა ზუსტი მენტალობაც. ჯორჯოს შეცვლა დაგეგმილი იყო, ვინც მოედანზე დარჩა, კარგად ითამაშა. მომავალი? კარგი საფუძველია, არიან მოთამაშეები, რომლებიც მოუმატებენ, ერთმანეთს ახლა უკეთ ვიცნობთ. ნახევარდაცვის გაძლიერება? ეს დამოკიდებულია მოთამაშეებზეც, რომელთა წასვლა შეიძლება. მირეტი მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ამ პროექტით წავალთ წინ, შემდეგ სატრანსფერო ბაზარზეც იქნება დამოკიდებული, მაგრამ მკაფიო იდეები გვაქვს. პოგბა? ვინ არის პოგბა? ასეთს არავის იცნობ, ინგლისურ სიტყვაა? (იცინის). აქ დიდი ხნის წინ იყო, უკვე აღარც მახსოვს“, – აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის 21 მაისს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ მატჩით დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …