მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი კიელინის და დიბალას ემოციური წერილებით დაემშვიდობა

ვლაჰოვიჩი კიელინის და დიბალას ემოციური წერილებით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი სოციალურ ქსელში ჯორჯო კიელინის ღია წერილით დაემშვიდობა და დაწერა, რომ „იუვესთვის“ საბრძოლველად თავის შეხვევისთვისაც მზადაა, როგორც ეს კიელინის არაერთხელ გაუკეთებია.

„შენი მზერა იყო პირველი, რომელიც მინდოდა გასახდელში დამენახა პირველ დღეს. შენი თვალები მეტყველებს რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. პატივი, პასუხისმგებლობა, მაგია და რა რთული იქნება მათ გარეშე. მჯერა, რომ ბოლო თვეებში გინდოდა რაღაცის დატოვება. ნახევარი სეზონი ცოტაა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ მადლობელი ვიყო იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ. მზად ვარ საბრძოლველად, თუნდაც ამისთვის თავის შეხვევა დამჭირდეს. მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანო“, – დაწერა ვლაჰოვიჩმა კიელინიზე.

სერბმა თავდამსხმელმა ცალკე პოსტი მიუძღვნა პაულო დიბალას, რომლის შესახებაც ემოციურად ისაუბრა:

„ცოტა დრო დაგვჭირდა იმის გასაგებად, რომ ერთ ენაზე ვლაპარაკობდით. ერთი შეხედვით მაშინვე „ლა ჯოია“ იყავი. ფეხბურთი ესაა, ბურთით შეყვარებული მეგობრები ერთი და იმავე ოცნებებს მისდევენ. ერთში დარწმუნებული ვარ, სადაც ბედი მიგიყვანს, ბრწყინვალებას გააგრძელებ. მადლობა ყველაფრისთვის ჩემპიონო. წარმატებები ყველაფერში, მიყვარხარ და მომენატრები“, – დაწერა დუშანმა დიბალას შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …