ტურინის „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას ტრანსფერი შეფერხდა და მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა, ამიტომაც, კლუბმა ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობა დაიწყო.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვესა“ და „სასუოლოს“ შორის დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა. კლუბებს შორის იდეალური ურთიერთობაა, რამაც შეიძლება მოლაპარაკებების პროცესი გაამარტივოს.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „იუვენტუსი“ ბერარდით დაინტერესბეულია.
შეგახსენებთ, რომ დომენიკო ბერარდი „სასუოლოში“ 2012 წლიდან თამაშობდა და 325 შეხვედრაში 120 გოლი აქვს გატანილი, იტალიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 24 თამაში და 6 გოლია.