ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულში “ბარსელონადან” სერხიო აგუეროს შეძენას ცდილობდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ტურინელებმა არგენტინელის გადაბირება სცადეს.
აგუერომ, რომელიც “ბარსას” ივნისში შეუერთდა, შეთავაზება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს იაუარა და ესპანურ კლუბში დარჩა, სადაც ტრავმის გამო ჯერ კიდევ არ უთამაშია.
“იუვენტუსმა” კი საბოლოოდ “ევერტონიდან” მოიზე კინის დამატება მოახერხა და რონალდუს წასვლით შექმნილი სიცარიელე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ამგვარად შეავსო.