მთავარი / სიახლეები / მაროტა: “იუვენტუსში” ყოფნისას ჰოლანდის შეძენა შეგვეძლო”

მაროტა: “იუვენტუსში” ყოფნისას ჰოლანდის შეძენა შეგვეძლო”

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ თქვა, რომ „იუვენტუსში“ მუშაობისას ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეეძლო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. თუმცა, მიზეზები მას არ დაუსახელებია.

„დიბალას „ინტერში“ გადასვლა შესაძლებელი იყო, როდესაც იკარდისთან გაცვლაზე ვმუშაობდით, ეს შანსი არსებობდა. მას დღემდე არ გაუფორმებია „იუვენტუსთან“ კონტრაქტი, მაგრამ აუცილებლად გააფორმებს.

„იუვეში“ ერლინგ ჰოლანდის ყიდვა 2 მილიონ ევროდ შეეძლო. ის ახლა იტალიაში? აბსოლუტურად შეუძლებელია. ჩვენი ჩემპიონატი ტრანზიტული გახდა, გაიხსენთ ლუკაკუ, რომელიც წავიდა“, – თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ მაროტამ „იუვენტუსი“ 2018 წელს დატოვა და ჰოლანდის შეძენაც გამოდის, რომ მანამდე იყო შესაძლებელი, ჯერ კიდევ ძალზე პატარა ასაკში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …