ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ისტორიაში პირველად, რადგან ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ასევე პირველადაა.
„იუვემ“ წარმატებით დაძლია სამი საკვალიფიკაციო ეტაპი და ბოლო წრეში ალბანური „ვლაჟნია“ დამაჯერებლად დაამარცხა. ტურინელებს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული, ხოლო შინ ანდრეა სტასკოვას გოლით 1:0 მოიგეს და ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვეს.
„იუვენტუსი“ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეების ვინაობას მოგვიანებით, წილისყრის შედეგად შეიტყობს.