მთავარი / სიახლეები / სერია A / “ნაპოლისთან” კიეზას თამაში გამოირიცხა, “იუვეს” ბევრი ფეხბურთელი დააკლდება

“ნაპოლისთან” კიეზას თამაში გამოირიცხა, “იუვეს” ბევრი ფეხბურთელი დააკლდება

ფედერიკო კიეზა „ნაპოლისთან“ არ ითამაშებს. „იუვენტუსის“ ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

კიეზამ იტალიის ნაკრების შეკრებაზე კუნთებზე დისკომფორტი იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება არ დაადასტურა, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღო და სიფრთხილის გამო ფეხბურთელი ნეაპოლში არ ითამაშებს.

„იუვეს“ დანაკლისი ძალიან დიდია. გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები მხოლოდ პარასკევ საღამოს შეუერთდებიან, როცა გუნდი უკვე ნეაპოლში იქნებიან, რადგან სანაკრებო მატჩები კონმებოლში ჯერ კიდევ არ გამართულა.

დანილო, ხუან კუადრადო, ალექს სანდრო, როდრიგო ბენტანკური და პაულო დიბალა „ნაპოლისთან“ ვერ ითამაშებენ, ან უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე მათგანი სათადარიგო სკამზე თუ მოხვდება. ამის ფონზე კიეზას დანაკლისი კიდევ უფრო საგრძნობია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …