მთავარი / სიახლეები / სერია A / ზეედორფი: “იუვენტუსს” მუცელი სავსე აქვს”

ზეედორფი: “იუვენტუსს” მუცელი სავსე აქვს”

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა იტალიის ჩემპიონატის ფავორიტებად „მილანი“ და „ინტერი“ დაასახელა. ნიდერლანდელი ფიქრობს, რომ „იუვენტუსი“ მშიერი აღარ არის და ამიტომაც, ტიტულის მოსაგებად საკმარისი სურვილი არ აქვს.

„იუვენტუსი“? ვფიქრობ, რომ მათ მუცელი სავსე აქვთ. ისინი ცდილობენ ფეხზე წამოდგომას თავიანთი ციკლის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ მოსაგებად გარკვეული დრო დასჭირდებათ. არ ველოდები, რომ „იუვენტუსი“ ისეთივე მშიერი იქნება, როგორც ის გუნდები, რომელთაც წლების განმავლობაში არაფერი მოუგიათ. ვფიქრობ, რომ ვინც მშიერია გამარჯვებებით, მას ყოველთვის უპირატესობა აქვს იმ გუნდებთან, რომლებმაც ბევრი ტიტული მოიგეს. “იუვენტუსი” კონკურენტუნარიან გუნდად რჩება, მაგრამ თავისი ციკლი უკვე ჰქონდა“, – თქვა ზეედორფმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …